წესები და პირობები
მოცემული წესებისა და პირობების დაცვა აუცილებელია ბანაკში უსაფრთხო, სასიამოვნო და მეგობრული გარემოს შესაქმნელად — გთხოვთ, პატივისცემით მოეკიდოთ მათ შესრულებას
ბანაკში მონაწილეობის წესები:
პატივისცემა და თავაზიანობა
გამოიჩინეთ პატივისცემა თანატოლებისა და ბანაკის თანამშრომლების მიმართ.
არ არის დაშვებული აგრესია, ჩაგვრა ან უხამსი სიტყვები.
დროის დაცვა
ყველა აქტივობაში დროულად უნდა მიიღოთ მონაწილეობა.
ძილის, კვებისა და თავისუფალი დროის განრიგის დაცვა სავალდებულოა.
უსაფრთხო ქცევა
არ არის ნებადართული ბანაკის ტერიტორიის თვითნებურად დატოვება თანმხლები პირის გარეშე.
ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება იზღუდება დღის გარკვეულ მონაკვეთებში.
აკრძალულია თამბაქო, ალკოჰოლი და სხვა აკრძალული ნივთიერებები.
პირადი და საერთო ნივთების მოპყრობა
გაუფრთხილდით ბანაკის ინვენტარს და სხვა მონაწილეების ნივთებს.
ზარალის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება მონაწილესა და მის კანონიერ წარმომადგენელს.
ღია კომუნიკაცია
თუ თავს უხერხულად ან დაუცველად გრძნობთ, აუცილებლად აცნობეთ ჯგუფის ხელმძღვანელს.
წესები მშობლებისთვის:
საკონტაქტო ხელმისაწვდომობა
აუცილებელია ბანაკის პერიოდში მშობელი ან მეურვე მუდმივად იყოს ხელმისაწვდომი.
გადაუდებელი შემთხვევისთვის საჭირო ინფორმაცია წინასწარ უნდა იყოს მოწოდებული (სამედიცინო მდგომარეობა, ალერგიები და სხვ.).
ბანაკის რეგულაციებთან შეთანხმება
ბანაკში მონაწილეობის დაწყებამდე მშობელმა/მეურვემ უნდა გაეცნოს წესებს და ხელი მოაწეროს დოკუმენტზე, რომ ეთანხმება მათ.
მონაწილის წაყვანა ან გამოგზავნა
ბანაკიდან შვილის წაყვანა შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი შეთანხმებით და მითითებული პირის მიერ.
დამოუკიდებლობის წახალისება
მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა წაახალისონ ბავშვების დამოუკიდებლად მოქმედება, ყოველდღიური გამოწვევების გადალახვა და სხვა ბავშვებთან ურთიერთობა.
დაუგეგმავი ვიზიტები
ბანაკის ფარგლებში მშობლის/მშობლების დაუგეგმავი ვიზიტები ნებადართული არ არის, რათა არ დაირღვეს განრიგი და ბავშვების კომფორტი (ფორსმაჟორის შემთხვევების გარდა).
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით
გამოიყენეთ ეს სივრცე, რათა დაგვიკავშირდეთ ნებისმიერი კითხვით, ჯავშანისთვის ან უბრალოდ კომენტარით. ჩვენი გუნდი მზად არის, რომ დაგეხმაროთ!
