რამდენ ხანს გრძელდება ბანაკი?

ბანაკი გრძელდება 7 დღის განმავლობაში — 2 აგვისტოდან 9 აგვისტომდე.

სად ტარდება ბანაკი?

ბანაკი ტარდება მცხეთის რაიონში, სოფელ მისაქციელში მდებარე სასტუმრო „კაპილონში“.

გათვალისწინებულია ღამისთევა?

დიახ, ბანაკი არის ღამისთევით და მონაწილეები სრულად რჩებიან ადგილზე.

რა ღირს ბანაკში მონაწილეობა და რას მოიცავს ფასი?

მონაწილეობის ღირებულებაა 1250 ლარი და მოიცავს განთავსებას, კვებას, ტრანსპორტირებას თბილისიდან და უკან, ასევე სრულად ორგანიზებულ პროგრამას.

საჭიროა კორეული ენის წინასწარი ცოდნა?

არა, ბანაკი განკუთვნილია დამწყებთათვის და არ მოითხოვს წინასწარ ცოდნასრა უნდა ჰქონდეთ თან ბავშვებს?

მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ ტანსაცმელი კვირის განმავლობაში, ჰიგიენური საშუალებები, თმის შამპუნი და გელი, საჭიროების შემთხვევაში ფენი.

უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურება?

დიახ, ადგილზე იმყოფება ლიცენზირებული ექთანი ან ექიმი 24/7-ზე.

კვება შედის?

დიახ, ბანაკის ღირებულებაში შედის სამჯერადი კვება და საჭირო საკვები კომპონენტები. გათვალისწინებულია ალერგიები — გთხოვთ, წინასწარ შეგვატყობინოთ.

შესაძლებელია მხოლოდ ნახევარ ბანაკზე დასწრება?

ბანაკი გათვლილია სრულ მონაწიელობაზე. ნაწილობრივი დასწრების შემთხვევაში ღირებულება არ იცვლება.

რამდენი ბავშვი მონაწილეობს და ვინ ზრუნავს მათზე?

მაქსიმალური მონაწილეთა რაოდენობაა 30 ბავშვი. მათზე ზრუნავს სასტუმროს გუნდი და UPWARD-ის ორგანიზატორები.

ხშირად დასმული კითხვები