კომპანიის სახელწოდება: შპს "აფვარდ ედუ" / UPWARD EDU LLC
კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი: 405781159
მისამართი: შ. ნუცუბიძის ქ. №60L, თბილისი, საქართველო
ელ.ფოსტა: info@upward.ge
მონაცემების მოპოვება და დამუშავება
თქვენი პერსონალური მონაცემების მოწოდება ხდება ვებგვერდზე ფორმების შევსებით ან სხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით. მონაცემების მოწოდებით ადასტურებთ, რომ გეცნობათ დამუშავების პირობები და აცხადებთ თანხმობას.
მონაცემების ტიპი
შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი მონაცემები:
- სახელი და გვარი
- ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა
- იურიდიული პირის/ორგანიზაციის დასახელება და მისამართი
- თქვენი საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია,
- ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია
- ინფორმაცია ოჯახის წევრებზე, როგორც მათი საკნოტაქტო ინფორმაცია,
- ასევე სხვა პერსონალური მონაცემები (თქვენი თანხმობის საფუძველზე).
დამუშავების მიზნები
პერსონალური მონაცემები მუშავდება შემდეგი მიზნებისთვის:
- სერვისების და პროდუქტის მიწოდება
- თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა
- მარკეტინგული და სარეკლამო კომუნიკაცია (მხოლოდ თანხმობის საფუძველზე)
- გამოკითხვებისა და კვლევების ჩატარება
- სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება
- უსაფრთხოების და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა
მონაცემების გადაცემა მესამე პირებზე
თქვენი მონაცემები არ გადაიცემა მესამე პირებზე, გარდა შემდეგ შემთხვევებისა:
- თქვენი წინასწარი თანხმობით
- მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნის საფუძველზე
- სახელმწიფო უწყებების ლეგიტიმური მოთხოვნის შემთხვევაში
- თაღლითობის, დარღვევის ან ტექნიკური პრობლემის პრევენციის მიზნით
ყველა მესამე პირთან თანამშრომლობა ხორციელდება კონფიდენციალურობის დაცვით.
შენახვის ვადები
პერსონალური მონაცემები ინახება იმ ვადით, რაც საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად ან მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით. სტანდარტულად, მონაცემების შენახვის მაქსიმალური ვადაა — 3 წელი მათი მოწოდების დღიდან, თუ სხვა ვადა არ არის გათვალისწინებული.
თქვენი უფლებები
თქვენ გაქვთ უფლება:
- მოითხოვოთ ინფორმაცია, თუ რომელი მონაცემები მუშავდება
- მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება ან წაშლა
- გააპროტესტოთ მონაცემთა დამუშავება
- უარი თქვათ მარკეტინგულ კომუნიკაციაზე
- გაიტანოთ თანხმობა ნებისმიერ დროს (წერილობით მიმართვით)
- მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს
უარის თქმის პროცედურა
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააუქმოთ თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, წერილობით მიმართვის გზით შემდეგ ელფოსტაზე: info@upward.ge
ცვლილებები პერსონალური მონაცემების გამოყენების პოლიტიკა
კომპანია უფლებამოსილია შეცვალოს ან განაახლოს წინამდებარე დოკუმენტი. ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება კომპანიის ვებგვერდზე და ძალაში შევა გამოქვეყნების მომენტიდან.
სამართლებრივი საფუძველი
დოკუმენტი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
